ახლახანს გაირკვა, რომ სერიალს მინიმუმ ხუთი სეზონი ექნება და პირველი სეზონი პერსონაჟ არაგორნის შესახებ იქნება, სხვა სეზონები კი სხვა გმირებს დაეთმობა. როგორც საუბრობენ, ხსენებული სერიალი ომების შესახებ არ იქნება და ამიტომაც იგი პერსონაჟებზე იქნება ფოკუსირებული.
ასევე ცნობილია, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ კინოტრილოგიის ოსკაროსანმა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა უარყო ჭორები „ამაზონის“ სერიალში მის ჩართულობის შესახებ.
ამ თემაზე:
იან მაკკელენმა გენდალფის როლის შესრულება „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალშიც მოისურვა