weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენელოპა კრუსი ვუდი ალენის სკანდალური საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

15:55 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

თავისი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ოსკარი პენელოპე კრუსმა ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ შესრულებული როლისთვის მიიღო, რომლის რეჟისორიც ვუდი ალენია, თუმცა როგორც ჩანს, ესპანელი ვარსკვლავისთვის უმთავრესი სამართლიანობაა - ოსკაროსანი მსახიობი მოითხოვს, კვლავ გამოიძიონ ვუდი ალენის გახმაურებული საქმე.

პრესტიჟულ გამოცემა Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენელოპე კრუსი აღნიშნავს, რომ გაურკვევლობაში ყოფნა მას ყველაზე მეტად არ სიამოვნებს, ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ვუდი ალენის ფილმებში, კრუსმა უპასუხა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მანამდე ვერ მიიღებს, სანამ აღნიშნულ საქმეზე მას მეტი ინფორმაცია არ ექნება.

აღსანიშნავია, რომ ვუდი ალენის გარშემო არსებულ იგივე თემას მცირე ხნის წინ პენელოპე კრუსის მეუღლე ხავიერ ბარდემიც გამოეხმაურა, რომელმაც აღიარებულ რეჟისორს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული სცენარისტი და რეჟისორი, ოთხი ოსკარის მფლობელი ვუდი ალენი მრავალი წელია საკუთარი გერის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული.

 

ამ თემაზე:

ვუდი ალენს მისი ჰარვი ვაინშტაინთან შედარება სწორად არ მიაჩნია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]