weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სექს-სკანდალის შემდეგ კევინ სპეისი კინოეკრანებს უბრუნდება

15:46 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

პირადი სკანდალის შემდეგ, რომელიც სექსუალურ ძალადობას ეხებოდა, ორი ოსკარის მფლობელი კინოვარსკვლავი კევინ სპეისი პირველად გამოჩნდება მხატვრულ ფილმში.

ფილმში „მილიარდერ ბიჭუნათა კლუბი“ (Billionaire Boys Club), რომელიც 80-იან წლებში მომხდარ რეალურ ისტორიაზეა, კევინ სპეისი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ფილმის ძირითადი ნაწილი 2015-2016 წლებში გადაიღეს, გასული წლის ნოემბერში კი - ბოლო სცენები. „მილიარდერ ბიჭუნათა კლუბი“ კინოეკრანებზე აგვისტოში გამოვა, თუმცა ფილმის შემქმნელებმა გაითვალისწინეს კევინ სპეისის გარშემო არსებული სკანდალი და ფილმის კინოთეატრებში ჩვენებაც საკმაოდ შეზღუდული სახით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, ჰარვი ვაინშტაინის საწინააღმდეგო ბრალდებებმა სხვა უამრავ სექს-სკანდალსაც ახადა ფარდა. მათ შორის ერთ-ერთი დამნაშავე სწორედ კევინ სპეისიც აღმოჩნდა, რომელსაც კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ ტოტალური ბოიკოტი გამოუცხადა: მსახიობი სერიალ „ბანქოს სახლიდან“ მოხსნეს, ამავე სერიალზე მომუშავე ადამიანებმა მსახიობი ასევე ძალადობაში ამხილეს, დაგეგმილი კინოჯილდოები აღარ გადასცეს და სტუდიებმა მისი მონაწილეობით უკვე გადაღებული ფილმების ჩვენებაც კი არ მოისურვეს. მოგეხსენებათ, რიდლი სკოტის უკანასკნელი ფილმიდან მისი სცენები ამოჭრეს და იგი სხვა მსახიობით შეცვალეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]