weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„დისნეისგან“ გათავისუფლებული ჯეიმს განი „თვითმკვლელთა რაზმის“ გაგრძელებაზე იმუშავებს

11:03 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსის“ განცხადებით, მცირე ხნის წინ კომპანია „დისნეის“ გადაწყვეტილების გამო „მარველის“ კინოსერიებიდან მოკვეთილი ჯეიმს განი DC Comics-ის ვრცელ კინოსამყაროს შეუერთდა და „თვითმკლელთა რაზმის“ მეორე ნაწილის სცენარს დაწერს და შესაძლოა, თავადვე გადაიღოს აღნიშნული სიკველი.

„მარველი“ „დისნეის“ ჯეიმს განის დაბრუნებას სთხოვს

„მარველის“ ფილმებიდან ჯეიმს განის გადასვლა კონკურენტ DC-ის კინოსამყაროში უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა - პირველად რეჟისორი ჯოს უიდონი მოიქცა ასე მას შემდეგ, რაც „შურისმაძიებლების“ ორი სერიის გადაღების შემდეგ სტუდია „უორნერის“ „სამართლიანობის ლიგის“ გადაღებებით დაკავდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „თვითმკვლელთა რაზმის“ სიკველის რეჟისორად კრიმინალური დრამებით ცნობილი გევინ ო’კონორი იყო დამტკიცებული, რომელსაც ფილმის სცენარზე თავის მუდმივ კოლაბორატორ ენტონი ტამბაკისთან ერთად უნდა ემუშავა.

DC-ის კომიქსების ანტიგმირებზე შექმნილი „თვითმკვლელთა რაზმის“ მეორე ნაწილის პრემიერის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]