weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

14:37 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ 15 ოქტომბერს, საღამოს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გუშინ საღამოსვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს პენტიტენციურ სამსახურში.

მირზა სუბელიანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს მსგავსი სულიერი მდგომარეობა ჰქონოდა მაშინაც, როდესაც მისი საუბარი ჩაიწერეს.

„მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო. ოთხი თვეა სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებულის გამოკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოხდება.

„რუსთავი 2“-მა ორი დღის წინ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, პარლამენტის წევრის, მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ცუხიშვილის საუბარს ასახავს.

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას

ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ სუბელიანს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი საუბარი არასერიოზულად და არალოგიკურად მიიჩნია.

პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერზე საგამოძიებო მოქმედებები 12 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ი.პ.-მ განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება მოსთხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]