weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

17:27 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. როგორც რეგინფოს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ბერიკა ტალახაძემ უთხრა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია.

ბერიკა ტალახაძის ინფორმაციით, მიწით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა დაღმართზე საჭე ვერ დაიმორჩილა და სხვა ავტომანქანას შეეჯახა. „გზა სველი იყო და სავარაუდოდ მანქანა მოცურდა“, - ამბობს ბერიკა ტალახაძე.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, მუშის დაღუპვის მიზეზი ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა და შრომის უსაფრთხოების უხეში დარღვევა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს. კომპანიისგან შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მუშები რვა თვის წინ ითხოვდნენ. 2017 წლის ზაფხულში ხარაგაულის რაიონის სოფელ ანეულასთან გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.

თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]