weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულში 25-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის

17:33 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტიდან 25-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად არ ამოდის. ქუთაისი პოსტის ინფორმაციით, ისინი ითხოვენ, რომ შახტა არ დაიხუროს და უსაფრთხო უბნებზე მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ. იგივე მოთხოვნით მეშახტეების ნაწილი აქციას ქალაქის ცენტრში მართავს.

მეშახტეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დილით, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ გამოუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და მათთვის ხელფასის გადახდას ვეღარ შეძლებს. მეშახტეები დახმარებისთვის მთავრობას მიმართავენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მეშახტეები ნოემბრის ხელფასს აიღებენ, შახტებში მუშაობა კი სავარაუდოდ დეკემბერში განახლდება.

„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა ქობულიამ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი მეშახტე. მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტყიბულის 25-ვე შახტი დახურული იქნებოდა, იქ დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]