weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

14:57 შაბათი, 03 ნოემბერი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ტყიბულელმა მეშახტეებმა, რომლებიც ხელფასს და შახტებში მუშაობის გაგრძელებას ითხოვდნენ, პროტესტი შეწყვიტეს. ეს გადაწყევტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მეშახტეები ოქტომბრის ხელფასს 15 ნოემბრამდე აიღებენ. მისივე თქმით, ხელფასების გაცემა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შახტებში არსებულ ვითარებასთან დაკავშიებით დასკვნა არ მომზადდება.

„აქედან გამომდინარე, მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს და შახტიდანაც ამოვიდნენ. დღეს თუ ვინმე გამოვა და მეშახტეების სახელით რამეს იტყვის, ეს იქნება პირადი მიზნებისთვის. არ მინდა, მეშახტეების პრობლემები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს ან პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა „ინტერპრესნიუსთან“.

მეშახტეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ დილით „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ მათ უთხრა, რომ ხელფასს ვეღარ გადაუხდიდა. პროტეტის ნიშნად 25-მდე მეშახტე ძიძიგურის სახელობის შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობდა. პარალელურად, ქალაქის ცენტრში აქცია გაიმართა. გუშინვე ეკონომიკისა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მეშახტეებისთვის ხელფასების გადახდა არ შეწყდება, შახტებში მუშაობა კი სავარაუდოდ დეკემბერში განახლდება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი მეშახტე კი დაშავდა. მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტყიბულის 25-ვე შახტი დახურული იქნებოდა, იქ დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]