weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქართული ოცნების ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი მხარდამჭერების აქცია გაიმართება

11:58 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018
ფოტო: RFE/RL ფოტო: RFE/RL

თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის თანამშრომლის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის პასუხისგებაში მიცემა იქნება.

აქცია დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყება. როგორც თემირლანის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას პანკისის ხეობის მცხოვრებლები შეუერთდებიან.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ქისტი მოსახლეობა და მთელი საქართველო ითხოვდა, რომ დაესაჯათ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში არიან გარეულები. პასუხს საერთოდ არ გვცემენ.

იმის ნაცვლად, რომ სოსო გოგაშვილი დაესაჯათ, შტაბში დასვეს. დღევანდელი მოთხოვნა იქნება, რომ ის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსია, დაისაჯოს და დაასახელოს ყველა დამნაშავე, ვისაც სასჯელი ეკუთვნის. პასუხს ველოდები ბიძინა ივანიშვილისგან.

სასტიკად უნდა დაისაჯონ გომელაური, გოგაშვილი და ის, ვინც თემირლანის დაკავებაზე განჩინება გასცა. ყველა ის ადამიანი, ვისი ხელიც იმ სისხლიან ტერაქტში ურევია და სპეცრაზმელები, ვინც ჩემს ოჯახში იყვნენ მოსულები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

რამდენიმე თვის წინ მაჩალიკაშვილების ოჯახმა განაცხადა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. ოქტომბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]