weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თბილისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

13:10 კვირა, 25 ნოემბერი 2018

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება. ერთი წლის წინ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი მაჩალიკაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აქცია 15:00 საათზე დაიწყება და მას პანკისის მცხოვრებლებიც შეუერთდებიან.

„დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ 10 იანვრის მერე, ცხოვრებაში უფრო მძიმე დღე მექნებოდა, მაგრამ ეს დღევანდელი დღე აღმოჩნდა.

ამ ხელისუფლებისგან არაფერს ველი. მათ არ ჰყოფნით ვაჟკაცობა და სიმამაცე, რომ შეცდომა აღიარონ. მე ქართველი ერის და ქისტების იმედი მაქვს. ამიტომ ვდგავარ აქ. დღეიდან ერთი თვე რჩება თემირლანის დახვრეტის წლისთავამდე. მე მანამდე დავუცდი.

მერე საქმე სტრასბურგშიც მიდის და შემდგომში, მე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები და იმ ადამიანების ჩარევით ვაიძულებ, რომ სახელმწიფომ აღიაროს თავისი შეცდომა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების ჩხუბის შედეგად მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვილი აქციით ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ არ აპირებენ დანებებას, ვიდრე მათი „შვილების მკვლელებს პასუხისგებაში არ მისცემენ“.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. თემირლანი 10 იანვარს გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, მისმა მშობლებმა, სუს-ის წინააღმდეგ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს.

ამასთან, თემირლანის მშობლები და პანკისის მცხოვრებლები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]