მესამე დაკავებულის, თბილისის მერიის პროტოკოლის უფროსის, დავით მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა ჯერჯერობით არ დადასტურდა. მაჭავარიანის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.
ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულები აპირებენ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრონ. როგორც ისინი აცხადებენ, ქუთაისის აეროპორტში მათ ჩხუბი არ დაუწყიათ და შემთხვევის ადგილზე გასაშველებლად მივიდნენ. დავით მაჭავარიანიც ამბობს, რომ მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მიიღო.
გუშინ, პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მახარდამჭერს, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ბიზნესმენ ჯონი გიგანს, სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავს დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.