weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თაკო ჩარკვიანზე ძალადობაში ბრალდებულ დავით გორგოძეს გირაო შეეფარდა

10:09 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით გორგოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დავით გორგოძეს გირაოს გადასახდელად 25-დღიანი ვადა მიეცა. ის საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს, საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა კი 17 იანვარს გაიმართება.

პირველ დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე დავით გორგოძე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დააკავეს. პოლიციამ გორგოძესთან ერთად, ადმინისტრაციული წესით ხულიგნობის ბრალდებით, სამი პირიც აიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

 

ამ თემაზე:

სასამართლომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებული 2 პირი დააჯარიმა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]