weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

16:48 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018
ფოტოზე თამარ გამრეკელაშვილი ფოტოზე თამარ გამრეკელაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, ვეფხია ბაქრაძემ ქალს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდისა და ყელის არეში, დანით მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.

რაც შეეხება ვეფხია ბაქრაძესთან ერთად დაკავებულ თემურ ბაქრაძეს, სასამართლომ ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და ორიწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]