weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმედი მაქვს ზვიად გამსახურდიას საქმეს ნათელი მოეფინება – პრეზიდენტი

17:12 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას  გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ გარემოებები გაირკვევა.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე გენერალური პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულების ვადა, რომელიც 31 დეკემბერს იწურებოდა, დამატებით 5 წლით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პირველი პრეზიდენტის შვილებმა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის შენობაში შიმშილობა დაიწყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]