weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საიამ ზუგდიდის სკოლის ინსპექტირებაზე ინფორმაციის მისაღებად სასამართლოს მიმართა

10:58 პარასკევი, 11 იანვარი 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდის მე6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სასამართლოსთვის მიმართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ მათ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.

„საია სწავლობს ზუგდიდის მე–6 სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს. სკოლის ინსპექტირების საფუძვლად მითითებულია ფიზიკური პირის განცხადება, რომელიც სამინისტროში შევიდა სკოლის შემოწმების დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

საკითხის შესწავლის მიზნით განათლების სამინისტროსგან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ინსპექტირებას საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით.

საია აგრეთვე ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე–6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება.

მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლას უკავშირდება. ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლა დირექტორის მიმართ „სადამსჯელო ოპერაცია“ იყო.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]