weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული – გამგეობის წარმომადგენელი

13:07 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

დიდ დიღომში მდებარე 9-სართულიანი ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული. ამის შესახებ ჟურნალისტს საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ეს კორპუსი ექსპლუატაციაში ჯერჯერობით არ იყო შესული. ამას მერიის შესაბამისი სამსახური უფრო ზუსტად გვეტყვის, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, არ იყო.

ვიზუალურადაც ჩანს, რომ კორპუსი დასრულებულია. როგორც მოსახლეობისგან ირკვევა, ადამიანებმა, ვინც რემონტი მოახერხეს, იყვნენ შესულები და ცხოვრობდნენ, უბრალოდ, ტექნიკური დეტალები არ იყო ჩაბარებული“, – ამბობს გამგეობის წარმომადგენელი „რუსთავი 2“-თან.

მისივე თქმით, კორპუსის მდგრადობას სპეციალისტები იკვლევენ.

16 იანვრის საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებენ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]