შინაგან სამეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ინფორმაციას, თუ ვინ დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსად, მოგვიანებით გაავრცელებენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ვაკანტური 30 იანვრიდან იყო. პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი, რომელიც სამმართველოს 2018 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა, დააწინაურეს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე საპატრულო პოლიციის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე იყო.