weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სმიტების მკვლელობის საქმეზე 10 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს

13:27 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. Qartli.ge-ის ცნობით, 14 ნაფიცი მსაჯულიდან 10 უკვე შერჩეულია. დანარჩენ მსაჯულებს მარტამდე შეარჩევენ.

ბრალდებულის ადვოკატები – ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილი ვარაუდობენ, რომ საქმის არსებითი განხილვა მარტიდან დაიწყება. საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილია, ხოლო მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი.

19 წლის მალხაზ კობაურს ბრალი რაიან სმიტისა და 4 წლის ბავშვის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა, 2018 წლის 9 ნოემბერს კი ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ მას ბრალად წარედგინა ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალის დამძიმების შემდეგ მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაშია.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. კობაურის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულს პოზიცია არ შეუცვლია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]