weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

2019 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

13:41 შაბათი, 02 მარტი 2019

კონკურსში „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო და 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, ვებგვერდზე www.tprize.ge. შარშანდლისაგან განსხვავებით, წელს კონკურსში მასწავლებლის წარდგენა არა მარტო სკოლებს შეეძლებათ, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც.

განაცხადების მიღების შემდეგ, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მისი გამარჯვებული სოფელ ჩობათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა გახდა. 2018 წელს ჯილდო ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელმა, მანანა კაპეტივაძემ მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]