weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

15:54 შაბათი, 09 მარტი 2019
ფოტო: ლაივპრესი ფოტო: ლაივპრესი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ლიბერთი ბანკის" ინკასატორებზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ომარ ხუხუამ და მასთან ერთად დაკავებულმა გელა ჯიქიამ დანაშაული აღიარეს.

გელა ჯიქიას და ომარ ხუხუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით - ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის (179-ე მუხლი), თავისუფლების უკანონო აღკვეთის (143-ე მუხლი), ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა (236-ე მუხლი) და დაუფლებისთვის (237-ე მუხლი) წარედგინათ. ხუხუას გამოძიება 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმთელობის განზრახ დაზიანება) ჩადენასაც ედავება.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 15 აპრილს ჩაინიშნა.

„ლიბერთი ბანკის“ ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა 2 მარტს, დილით მოხდა. ორმა თავდამსხმელმა საინკასაციოდ გამზადებული ფული და ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს.

გელა ჯიქია და ომარ ხუხუა პოლიციამ 6 მარტს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გატაცებული ფული, კალაშნიკოვის სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ინკასატორებისგან გატაცებული პისტოლეტები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოფელ ონარიაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ელექტროსადგურის დარაჯები გაიტაცეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათი ავტომობილი გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა სწორედ აღნიშნული ავტომობილით განახორციელეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 1964 წელს დაბადებული ომარ ხუხუა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი იყო. ის ომის ვეტერანია და შსს-ში 2004 წლიდან მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]