weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

12:38 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, 35 წლის ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადა.

განაჩენს არ ეთანხმებიან ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლები. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მათ ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ბესიკ ტაკიძემ პირველ მარტს, თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ დანის დარტყმამდე პოლიციის უფროსმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა. მან მოსამართლეს სთხოვა, მისი მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. მოკლულის ოჯახის წევრების განცხადებით, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა „დადგმული სპექტაკლი“ იყო. ისინი ბესიკ ტაკიძისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვდნენ.

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად (ბუტა) ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 2018 წლის15 ივნისს, იმ დროს მოკლეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის მტკიცებით, ბესიკ ტაკიძემ მას სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებულის დაკავების შემდეგ მისი ახლობლები აცხადებდნენ, რომ ბესიკ ტაკიძეს ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა და მის გადადგომას შიმშილობითაც ითხოვდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]