weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

11:28 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის და ველისციხეში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის, ვალერი მუსაევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატი მოსამართლეს მიკერძოებაში ადანაშაულებს.

დავით კირკიტაძის საქმეზე 19 მარტს დანიშნული სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. როგორც მაშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, კირკიტაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლოში გამოცხადება არ შეეძლო.

დავით კირკიტაძე 2018 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაშია. ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს დააკავეს.

ადვოკატი ამბობს, რომ კირკიტაძეს პარლამენტის 27 დეპუტატი და კიდევ 2 ათასზე მეტი ადამიანი თავდებში უდგება. ამის მიუხედავად, წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა კირკიტაძის გათავისუფლების თაობაზე არ განიხილა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

რაც შეეხება, ვალერი მუსაევს, ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვალერი მუსაევი 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

21 დეკემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ვალერი მუსაევს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]