weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ეზოებში გვიშენებენ ციხეს“ – რუსთავში ახალი ციხეების მშენებლობას აპროტესტებენ

17:40 კვირა, 14 აპრილი 2019
ფოტო  © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

რუსთავის მცხოვრებლების ნაწილი ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას ეწინააღმდეგება. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მათ დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ციხეები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში შენდება, რაც ბავშვებისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის.

„ეზოებში გვიშენებენ ციხეს. ბავშვების გაზრდის საშუალებას არ გვაძლევენ. მორალურად დანგრეულები არიან ბავშვები. რა უნდა დაიზარდონ ციხის კედლების მაყურებლები? ციხის შენობა ფაქტობრივად დასახლებაშია. რუსთავი ხომ ციხეების ქალაქია, მაგრამ დანარჩენი ციხეები ქალაქის მოშორებითაა და არ ჩანს“;

„როგორც რიგით მოქალაქეს, პირადად წულუკიანთან მაქვს კითხვა - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ოდესმე თუ ჩამოსულა და თუ მოურწყავს ის ხეები, რომლებიც მოიქციეს და ისაკუთრებენ? გარდა ამისა, ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას მინდა ვკითხო - თავისი სახლის წინ ვიღაც რომ ციხეს უშენებდეს, რა რეაქცია ექნებოდა? იცოდა თუ არა მერმა, რომ მანდ ციხე შენდებოდა?“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

რუსთავში ციხეების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. მანამდე მოქალაქეებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომლითაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ციხეების მშენებლობის შეჩერებიკენ მოუწოდეს. პეტიციის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რუსთავის მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყდა. მათივე თქმით, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების აშენება ქალაქის განვითარებას შეაფერხებს და რეკრეაციულ ზონას შეამცირებს.

დღევანდელი საპროტესტო აქციის შემდეგ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ პეტიცია შესაბამის უწყებას უკვე გადაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან.

თეა წულუკიანის ინიციატივით, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აშენება იგეგმება. ერთი დაწესებულება 700, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]