weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ულტიმატუმის ენას ვერ მივიღებ – თეა წულუკიანი რუსთავში ციხეების მშენებლობაზე

17:45 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონკრეტული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არის.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე უკვე შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორს და რუსთავის მერს.

„შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენა. ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, ვიდრე სისტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. შესაბამისად, თუ მაშინ, იმ დროს და მას შემდეგ რაიმე კონსულტაცია მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ,

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე, მოცემული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის, ჯანსაღი მსჯელობისთვის, თუ რა ტიპის პროექტია ეს და რას გააუმჯობესებს ქალაქისთვის, ნებისმიერ დროს ვარ მზად“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ციხის კედლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს შორის მანძილი სულ მცირე 100 მეტრია.

რუსთავში ციხეების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ციხეები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში შენდება, რაც ბავშვებისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის. მანამდე მოქალაქეებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომლითაც თეა წულუკიანს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მშენებლობის შეჩერებიკენ მოუწოდეს. პეტიციის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რუსთავის მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყდა. მათივე თქმით, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების აშენება ქალაქის განვითარებას შეაფერხებს და რეკრეაციულ ზონას შეამცირებს.

თეა წულუკიანის ინიციატივით, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აშენება იგეგმება. ერთი დაწესებულება 700, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]