weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმედია, სასამართლო თავის სათქმელს იტყვის – სახალხო დამცველი კაპანაძის იმპიჩმენტზე

17:34 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, კაპანაძის გადაყენება მოულოდნელი იყო იმ ვითარებაში, როცა არცერთ აქტორს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს აფასებს, არ ჰქონია, რაიმე პრეტენზია აჭარის მაუწყებლის მიმართ.

„აჭარის ტელევიზია აღიარებული იყო, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, დაბალანსებული მედიასაშუალება, რომელიც აშუქებდა მრავალფეროვნებას, მათ შორის ეთნიკურ, კულტურულ მრავალფეროვნებას. პოლიტიკური თვალსაზრისითაც დაბალანსებული იყო.

ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს, რომ ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში მოხდა მისი იმპიჩმენტი, როცა დირექტორს ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი.

ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და იმედია, სასამართლო თავის სათქმელს იტყვის. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყოს იმ სარედაქციო პოლიტიკასთან, რასაც ტელევიზია ატარებდა, რადგან დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია იყო. როცა ტელევიზიის მიმართ გარე პრეტენზია არ არსებობდა და დაჩქარებულად მოხდა დირექტორის იმპიჩმენტი, ამაზე კითხვები მეც მიჩნდება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ მიიღო, რომლის ოთხმა წევრმა კაპანაძის გადაყენებას მხარი დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.

ნათია კაპანაძე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ისედაც ეწურებოდა ექვს თვეში, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]