weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტთან აქცია „სოლიდარობა პანკისს“ გაიმართება

17:08 კვირა, 21 აპრილი 2019

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პანკისის ხეობის მოსახლეობისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება, სადაც ხელისუფლებას ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანისა და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებენ. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

„21 აპრილს, დილით, პანკისის ხეობაში ჰესების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს – მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ. ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მკვიდრნი ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია – უარი თქვა პროტესტის მონაწილეებთან დისკუსიაზე და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. სამართალდამცველთა დამატებითი ძალები ამ დრომდე რჩებიან პანკისის ხეობაში. მცირე პროვოკაციას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ვფიქრობდით, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლება ოდნავ მაინც მოეგებოდა გონს და ძალის გამოყენებაზე დროებით მაინც იტყოდა უარს. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა.

მთავრობა და ბიზნესი ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობის გაუგებარი, მოსახლეობისთვის მიუღებელი, ანტიეკოლოგიური პროექტის ბოლომდე გასატანად ყველაფერზე წასვლას გეგმავს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“ –ის მშენებლობის განახლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, პანკისში საპოლიციო ძალის მობილიზება დღეს განახორციელა. სამართალდამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის პირველი შეტაკება დილით მოხდა, რა დროსაც გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ადგილობრივებს მოლაპარაკების მიზნით თელავში წასვლა შესთავზა. ამის შემდეგ ხეობაში მდგომარეობა დასტაბილურდა. მოგვიანებით, როდესაც მოლაპარაკების პალარელურად, შსს–მ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პოლიციისა და მოქალაქეების შეტაკების შედეგად, ორივე მხარეს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილები და სპეცტექნიკა. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ტრაქტორს.

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ერთ წელზე მეტია, „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დაწყებული სამუშაოები გასული წლის ივნისში შეაჩერეს.

„ალაზანი ენერჯის“ გეგმის მიხედვით, „ხადორი 3“–ის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]