weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პუნქტების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო – ზალკალიანი

16:54 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადება გააკეთა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვაზე. მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ „მყისიერი კომუნიკაცია“ დაამყარა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ამ დროისთვის სიტუაცია მოგვარებულია.

„როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი კოლეგებთან.

სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, რაც, მისივე განმარტებით, კომისიებში ცვლილებების გამო იყო შეფერხებული. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი ბილიკი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 21 აპრილს ჩაკეტეს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, მამა კირიონმა დღეს „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა. არქიმანდრიტი მომხდარს უკავშირებს 20 აპრილს, დავით გარეჯში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს. ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]