weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტიგენტი გაიზარდა – არქიმანდრიტი

01:45 სამშაბათი, 30 აპრილი 2019
მამა კირიონი და სალომე ზურაბიშვილი / ფოტო © ნინო პაპიძე მამა კირიონი და სალომე ზურაბიშვილი / ფოტო © ნინო პაპიძე

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, თუ ამ დრომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მესაზღვრე პატრულირებდა, ახლა ოცამდე არიან.

„ტურისტები და მომლოცველები ჩვეულებრივ დადიან, ბილიკების გაყვანის პროცესიც შეაჩერეს, მაგრამ მესაზღვრეების კონტიგენტი გაიზარდა. 20 კაცამდე არიან აზერბაიჯანის მხრიდან. ორზე მეტი არასოდეს ყოფილა. ისინიც ამოვიდოდნენ, გაივლიდნენ და ჩადიოდენენ, ახლა ოცამდე გაზარდეს შემადგენლობა“, – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლება არ რეაგირებს.

„ეს არ არის ნორმალური ამბავი, რომ შენს კონტროლირებად ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან მესაზღვრები ამოდიოდნენ, ამხელა გაზრდილი კონტიგენტით. ისინი ვერ ხედავენ პრინციპულ და მტკიცე პოზიციას“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ასე მოხდებოდა.

„მანდ რომ ეს მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა საუბარი. მამა კირიონი დამიკავშრდა. არ ვიტყვი, ვისთან მქონდა საუბარი, მაგრამ შევუთვალე, რომ ასე მოხდებოდა. რაღაც მთავრობის გადაადგილებები გააკეთეს.... და ვეუბნებოდით, რომ თუ გააკეთებდნენ მაგ გადაადგილებებს (ჩევნი მხარე, ძალოვანი უწყება), აუცილებლად მოჰყვებოდა ეს. არვიცი, არ დაიჯერეს... მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ამ საკითხზე მოვთხოვოთ ხელისუფელბას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

უდაბნოს მონასტერი გასულ კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ჩაკეტილი იყო. მონასტრამდე არ უშვებდნენ როგორც ტურისტებს, ისე სასულიერო პირებს.

საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე დადგენილი ამ დრომდე არ არის. 20 აპრილს, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვამდე, დავით გარეჯში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]