„მე ვფიქრობ, ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ კიდევ საძიებელი“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდახმის შესაძლო ფაქტს იკვლევს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება.
სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომის ან კიბერთავდასხმის ვერსიები.