weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვფიქრობ, თვითონ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე – ჭიჭინაძე

17:56 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

„არ მგონია, რომ ახლა რამე კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, თვითონ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე“, – განაცხადა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ გაზიარებულ პოსტთან დაკავშირებით დაწყებულ მოკვლევაზე.

„მე ვფიქრობ, ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ კიდევ საძიებელი“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდახმის შესაძლო ფაქტს იკვლევს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება.

სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომის ან კიბერთავდასხმის ვერსიები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]