weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით გარეჯში მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

19:41 კვირა, 05 მაისი 2019
ფოტო © ინტერპრესნიუსი ფოტო © ინტერპრესნიუსი

დავით გარეჯში მოქალაქეებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს და ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა დროულად მოაგვაროს.

„ეს არ არის უბრალოდ მონასტერი ან უბრალოდ ისტორიული ძეგლი. ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა საქართველო და ქართველი ხალხი და ამის დათმობა გამორიცხულია.

ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი აღმოჩნდა დღეს გარეჯში და ეს არის ალბათ ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც აქ ხდება“, – განაცხადა მწერალმა დავით ტურაშვილმა.

აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მიმსასვლელი გზა რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ. მონასტრამდე არ უშვებდნენ როგორც ტურისტებს, ისე სასულიერო პირებს. მესაზღვრეებმა გზა 26 აპრილს გახსნეს.

3 მაისს დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საპტრიარქო გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. საპატრიარქო აცხადებს, რომ აღნიშნული კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.

დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. აზერბიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრენი არიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის უახლეს სხდომაზე დამტკიცდება კომისია, რომელიც დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]