weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ბოლო წლებში აჭარის ტელევიზია ლიბერალურ დისკურსს ატარებდა – დირექტორობის კანდიდატი

13:26 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატმა, დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში აჭარის ტელევიზია მეორე უკიდურესობაში – ულტრალიბერალური დაჯგუფების ინტერესეთა სფეროში ჩავარდა და ერთი ტიპის ლიბერალურ დისკუსს ატარებდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჩხარტიშვილმა საკუთარი ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ისაუბრა.

„ბოლო წლებში მთავრობის ჩარევა საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ ტელევიზია ერთი უკიდურესობიდან ჩავარდა მეორეში. კერძოდ კი, ის ჩავარდა ულტრალიბერალური დაჯგუფების ინტერესეთა სფეროში და ატარებდა ერთი ტიპის ლიბერალურ დისკურსს. იყო თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ერთი, ლიბერალური დისკურსის ჩარჩოში. 

მე გპირდებით, რომ ჩემი მოსვლისთანავე აჭარის ტელევიზიაში ფაქტების გაშუქება ბევრად უფრო ამომწურავი და ღრმა იქნება, გავხსნი ტელევიზიას ყველა დისკურსისთვის... უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, უფრო კლუბის ფორმატში. ყველა ხედვისთვის ტელევიზია ღია უნდა იყოს, არ უნდა იყოს ტაბუირებული თემები აჭარის ტელევიზიაში“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არ მოსწონს გოგი გვახარიას გადაცემები: „ჩემი სიმპატიები გურამ ქართველიშვილის მიმართ იხრება - „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ და აუცილებლად აღდგება აჭარის ტელევიზიაში, ანუ გასაგებია ჩემი სიმპათიები ხო?“.

მრჩეველთა საბჭოს წევრები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებს უსმენენ. გასაუბრება დღეს ოთხ კანდიდატთან – დავით ჩხარტიშვილთან, გიორგი კოხრეიძესთან, მერაბ წულუკიძესა და შოთა გურაბანიძესთან გაიმართება. 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი სულ ცხრა კანდიდატმა გამოთქვა. რვა მათგანი – ირმა ზოიძე, ნათია ზოიძე, ბაჩო გურაბანიძე, მერაბ წულუკიძე, თორნიკე მჟავანაძე, დავით ჩხარტიშვილი, ბაჩუკი (ნუგზარ) ჩხეიძე და გიორგი კოხრეიძე – გასაუბრების ეტაპზე გადავიდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]