weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო – ზაზა სარალიძე

15:11 სამშაბათი, 04 ივნისი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

„ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“. დაველოდოთ“, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრილი დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ.

სარალიძის თქმით, ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ.

„ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ის ჩემი შვილის მკვლელობაში იყო ერთ-ერთი დამნაშავე. ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში. ეს სამართალი საჭირო იყო, რათა მსგავსი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და შემდეგ, მით უმეტეს, არც მისი დამალვა“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებას ბოლომდე მიყვება, ვიდრე ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული: „ვნახოთ, როგორ დაადასტურებენ ძალოვანი უწყებები, რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს გამოძიება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, კალანდია დაკავებულია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა. სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]