weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისი პრაიდი ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

23:14 კვირა, 16 ივნისი 2019

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს, ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებზე. ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ თვითორგანიზებული სახალხო რაზმების შექმნა დაანონსა.

პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა) და 144-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს.

„სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი: ჯგუფი იქმნება იმისთვის, რომ პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს („ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან“) - განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 144); ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ; ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა; სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით მუქარის შემცველი განცხადებები 15 ივნისსაც გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]