weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ექიმი დააკავეს

20:46 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული თ.ა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13 წლის ბიჭი რუსთავში, მე-8 მიკრო-რაიონში 10 თებერვალს, დილით მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მოკლულის ბიძა - 29 წლის გოგიტა ირემაძე შემთხვევის ადგილზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დააკავეს.

დაკავებულის მეგობრები და ახლობლები ირწმუნებოდნენ, რომ მკვლელობის წინა დღეს გოგიტა ირემაძე არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში წაიყვანეს. მეგობრების მტკიცებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში მამაკაცის დატოვებაზე უარი უთხრეს ადგილების არქონის მიზეზით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში კი წინასწარ 3 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ადასტურებდნენ, რომ 29 წლის მამაკაცი მათთან 9 თებერვალს, საღამოს შეიყვანეს. მათი განმარტებით, მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის განმარტებით, ნარკოლოგიურ დეპარტამენტს სტაციონარული მომსახურების გაწევა პაციენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია. მისივე თქმით, იმის გამო, რომ მამაკაცი მკურნალობაზე უარს ამბობდა, მორიგე ექიმმა ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაამისამართა, თუმცა ფსიქიატრიული სტაციონარისთვის მას და მის თანმხლებ პირებს არ მიუმართავთ.

დაკავების შემდეგ გოგიტა ირემაძე, ექიმების გადაწყვეტილებით, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]