weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი – ვასაძე

14:40 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

ბიზნესმენი ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, მისი დაკავების შემთხვევაში, „ევროპული საქართველოსლიდერთან, პარლამენტის წევრ გიგა ბოკერიასთან ერთად ორკაციან კამერაში მოათავსონ და „ცოტა ხანი ნუ შეიხედავენ“.

„თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ, რა. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.

 ერთადერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი.

მერე მართლა გექნებათ ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე“, – ამბობს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში.

ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ ჩაშლას აპირებენ. 16 ივნისს, ვერის ბაღში სამოქმედო გეგმის წარდგენისას, ვასაძემ განაცხადა, რომ სახალხო რაზმებს შექმნიდა, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში დაიწყებდნენ პატრულირებას. მისივე თქმით, საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავდნენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.

მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შემდეგ ბიზნესმენმა ქუჩებში პატრულირების გაუქმების შესახებ განაცხადა, თუმცა ვიდეომიმართვებსა და ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები მზადყოფნაში არიან და არ დაუშვებენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]