weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

15:28 პარასკევი, 14 ივლისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მსახიობს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უკანონო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკი დაკავების დროს ჩაუდეს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 1-ელ სექტემბერს გაიმართება.

გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის გახმაურებული საქმებიიდან მოთხე ბრალდებულია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ერთ კვირაში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გუშინ პატიმრობა 15 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალეს გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს. 10 ივლისს კი სასამართლო დარბაზიდან 50 ათას ლარიანი გირაოთი ბაჩო სირაძე გაათავისუფლეს. ამასთან სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი. გიორგი გიორგანაშვილის მსგავსად ისინიც ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]