weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელახალ კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს

09:38 ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში 12 კანდიდატი მიიღებს მონაწილობას. მაუწყებელს ახალი დირექტორი, სავარაუდოდ, 15 ივლისისთვის ეყოლება.

აჭარის საზოგადობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე, შოთა ზოიძე, გიორგი წულაია და ციალა ქათამიძე. აქედან შვიდი წინა კონკურსშიც მონაწილეობდა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილის განცხადებით, კვირის ბოლომდე საბჭოს წევრები კონკურსანტების დოკუმენტაციას გადაარჩევენ, მომავალი კვირიდან კი გასაუბრების პროცესი დაიწყება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წინა კონკურსი ჩაიშალა. მრჩეველთა საბჭოს წევრთა სამი ხმა რვა კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო.

მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]