weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსული ტელეარხის წამყვანს საინფორმაციო გამოშვების დროს წინ ქართული ღვინო ედგა

12:08 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ (Дождь) წამყვანმა, დარია პოლიგაევამ 9 ივლისის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქართული ღვინის თანხლებით წაიყვანა. გადაცემაში მან საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა, რაც რუსეთში ქართული ღვინის შეტანის აკრძალვასაც მოიცავს.

გუშინ, 9 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „ამას არ გავაკეთებდი ზუსტად ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – თქვა მან.

მანამდე კი, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო განცხადება „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების შესახებ“. განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატა მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, განიხილოს საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა.

პირველ რიგში საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანის აკრძალვაზე; ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე.

„რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატები კატეგორიულად გმობენ განუწყვეტელ ანტირუსულ პროვოკაციებს საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია თავდასხმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას გამოიწვევს“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]