weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრებმა ხელფასის გაზრდაზე გადაწყვეტილება გააუქმეს

21:14 შაბათი, 20 ივლისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხელფასი აღარ გაეზრდებათ. საბჭოს დღევანდელ სხომაზე გააუქმეს 11 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3300 ლარი უნდა ყოფილიყო, თავმჯდომარის მოადგილის – 3100 ლარი, ხოლო დანარჩენი სამი წევრის – 3025 ლარი.

საბჭოს ახალი გადაწყვეტილებით, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ჰონორარის სახით კვლავ 2 900 ლარს მიიღებს, მოადგილე – 2 700 ლარს, ხოლო წევრი – 2 625 ლარს, რაც თვეში 13 475 ლარია.

გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს ხუთი წევრიდან სამმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ბორდში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ხელფასების მატების ინიციატორი იყო. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ბეჟან გობაძე.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 11 ივლისის გადაწყვეტილებით, საბჭოს 5 წევრის ჰონორარებზე თვეში, ჯამში, 15 475 ლარი უნდა დახარჯულიყო. როგორც თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება სრულიად კანონიერი იყო, თუმცა საკითხისთვის მხარი არ დაუჭერია.

„მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის განვლილი თვეების განმავლობაში უარი თქვა ჰონორარების ზრდაზე, რადგანაც მაუწყებელში მწვავედ იდგა თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ანაზღაურების პრობლემა. ამ ფონზე, საბჭოს წევრების ჰონორარის თუნდაც კანონიერ ზრდაზე მსჯელობა, უადგილოდ მივიჩნიეთ. ბოლო დროს ნაწილობრივ მოგვარებული პრობლემების შემდეგ, საბჭომ შესაძლებლად მიიჩნია განეხილა ჰონორარების განაწილების ის ფორმები, რომლის შესაძლებლობლობებსაც აწესებს კანონი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მრჩეველთა საბჭომ ამ ეტაპზეც ვერ შეძლო მაუწყებლის დირექტორის არჩევა, მე კვლავ უდროოდ მივიჩნიე ამ საკითხისათვის დამეჭირა მხარი. ჩემთვის ცნობილი იყო ასევე, საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გიორგი ირემაძის პოზიცია, რომელიც სრულიად იზიარებდა ამ მიდგომას“, – აცხადებდა ნატა იმედაიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტი 267 915 ლარია, საიდანაც მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 178 610 ლარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]