weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს

12:21 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება. წერეთელი სასამართლოში 15:00 საათზეა დაბარებული.

ვატო წერეთლი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა, რაზეც წერეთელმა განაცხადა რომ კითხვებზე პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წაუყენეს.

ვატო წერეთელი საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირებს.

„წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს“ არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ“, – დაწერა ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში 6 აგვისტოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]