weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირაკლი ღარიბაშვილს პირველ სამუშაო დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა

11:03 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პირველ სამუშაო დღეს ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

სამინისტროს ცნობით, ღარიბაშვილმა ყოფილ მინისტრთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად გაცნობითი შეხვედრა გამართა:

„ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა. ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა. 2013-2015 წლებში პრემიერ-მინისტრის იყო, ხოლო 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან მისი როგორც თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სამხედრო მრეწველობა უნდა აღორძინდეს და ქვეყანამ ბირთვულის გარდა ყველა ტიპის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს. ღარიბაშვილის თქმითვე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმას გეგმავს. იგი მიიჩნევს, რომ ჯარის პოპულარიზაცია ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]