weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის საკითხზე თელავის მერიაში შეხვედრა გაიმართა

22:56 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

„ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლებს, ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტასა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

დაახლოებით სამსაათიანი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მოსახლეობასა და „ართანა ლოპოტას“ შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მშენებელი კომპანიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სანებართვო პირობების შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმება მოხდება. შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, რომელმაც თქვა, რომ შეისწავლიან, როგორ ასრულებს კომპანია კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ლაფანყურის მაცხოვრებლები „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობას რამდენიმე წელია აპროტესტებენ და პერიოდულად აქციებსაც მართავენ. ადგილობრივებმა საპროტესტო გამოსვლები და სოფელში სადღეღამისო მორიგეობა სექტემბრის დასაწყისში განაახლეს.როგორც ისინი აცხადებენ, მდინარე ლოპოტაზე 5.9 მგვტ სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად კომპანიის წარმომადგენლები ტყეში ხეების მოჭრას აპირებენ. მათივე თქმით, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

„ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ გეგმავს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე ლოპოტა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რის შედეგადაც ხეობა წყლის გარეშე დარჩება და დაიცლება.

თავის მხრივ, ჰესის მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვთ მიღებული და მოქალაქეების წინააღმდეგობას აღიქვამენ როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]