weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

წარმოვადგენდით საშიშროებას, ამიტომ შეაჩერეს აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსი – იმედაიშვილი

17:37 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი ვარაუდობს, რომ მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, იმედაიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ მიმართა.

„რატომ განვითარდა ეს პროცესები დღეს? მგონია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში წარმოვადგენდით საშიშროებას...მიუხედავად ბეჟანის გობაძის (მრჩეველთა საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“) გაცხადებული პოზიციისა, რომ ამ შემადგენლობით ვერ ავირჩევდით დირექტორს, შესაძლოა მომხდარიყო ისე, რომ საბჭოზე ყოფილიყო მეტი ზეწოლა და დასრულებულიყო სხვაგვარად. 10-15 დღის წინ იმიტომ არ მოხდა ამ განჩინების გამოგზავნა, რომ კონკურსის ვადა იწურებოდა და გასაჩივრებას სააპელაციოში ვეღარ მოესწრებოდა. ეს პროცესები, სავარაუდოდ, ახლა განვითარდა იმიტომ, რომ მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის საშუალება არ მისცემოდა და უმაღლესი საბჭოს მიერ ახლად დაკომპლექტებულ შემადგენლობას აერჩია ახალი დირექტორი“, – ამბობს იმედაიშვილი.

მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ის, რომ 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, მძიმე შედეგი დადგა და დირექტორი ვერ აირჩიეს, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა... პოლიტიკურად გაჟღენთილი ხმა საბჭოს ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. საბჭოს წევრებს უნდა გვემუშავა კონსესუსის მიღწევაზე. საბჭოს წევრებმა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მითითებით ცხოვრობენ, განაპირობეს ის, რომ დირექტორი არ გვყავს... ვფიქრობ, იყვნენ კანდიდატები, შეიძლება წავსულიყავით მოლაპარაკებაზე და აგვერჩია კარგი დირექტორი“, – ციტირებს აჭარის ტელევიზია ნატა იმედაიშვილის განცხადებას.

მიმდინარე წლის აპრილში მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორი 2016 წლის ოქტომბრიდან იყო და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ექვს თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. ამის შემდეგ მრჩეველთა საბჭომ რამდენჯერმე გამოაცხადა კონკურსი, თუმცა ახალი დირექტორი ვერ აირჩია.

მრჩეველთა საბჭოს ოთხ წევრს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით თვენახევარში ეწურებათ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]