weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ

11:57 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019
ფოტო © Atotsi Live/ატოცი ლაივი ფოტო © Atotsi Live/ატოცი ლაივი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს დილიდან ღობის გავლება განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ატოცთან ოცამდე ოკუპანტი გამოჩნდა და ბორდერიზაცია განაახლა. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღობის გავლება გასული წლის ნოემბერში დაიწყეს და ბოძები დაამონტაჟეს. როგორც მაშინ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, სამუშაოების მიზანი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთაში „სახელმწიფო საზღვრის“ პრობლემური მონაკვეთების დაცვა იყო.

უკანონო სამუშაოების გამო ატოცში არაერთი აქცია გაიმართა, რის შემდეგაც სამუშაოები შეჩერდა და არსებული ინფორმაციით, დღემდე არ ყოფილა განახლებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]