weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ველისციხეში 11 ადამიანი სამ-სამი ათასი ლარით დააჯარიმეს ფეხბურთის თამაშისთვის

21:55 კვირა, 29 მარტი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამართალდამცავებმა 11 ადამიანი სამ-სამი ათასი ლარით დააჯარიმეს სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის. როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ველისციხეში დილიდან მუშაობდნენ მერიის თანამშრომლები იმისთვის, რომ საკვირაო ბაზარი და თავშეყრა არ ყოფილიყო.

„დადიოდნენ კარდაკარ და აფრთხილებდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო თავშეყრა აკრძალულია. ამის მიუხედავად, მაინც შეიკრიბნენ ფეხბურთის სათამაშოდ, რის გამოც ისინი პოლიციამ დააჯარიმა“, - აღნიშნა გურჯაანის მერმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება; იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება; მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა; დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე; აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოში კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18. კარანტინის რეჟიმშია - 4876 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.

23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მას შემდეგ, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, შერსასვლელ-გამოსასვლელებს სამხედროები და პოლიციელები აკონტროლებენ.

28 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დადგენილი არ არის კორონავირუსის სულ მცირე ორი შემთხვევის პირველწყარო. „ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს დაავადება გადაედო ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს. თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“.

დღეიდან, 29 მარტიდან ღონისძიებები გამკაცრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში - გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალებისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი ჯგუფები. რეგიონში - ქალაქებსა და სოფლებში გადაუდებელი შემთხვევების გარდა გადაადგილება აიკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]