weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მგზავრობა გაძვირდა – ახალი რეგულაციები და ფასები რეგიონებში მგზავრობისთვის

18:42 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად მოქალაქეებისთვის მგზავრობის ახალი ტარიფი ამოქმედდა. მიუხედავად საწვავის გაიაფებისა, მგზავრობის ფასი საშუალოდ 5 ლარამდეა გაზრდილი და რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

5 ლარით გაძვირდა მგზავრობა ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით. ქუთაისიდან თბილისში მოსახვედრად კი მგზავრებმა 12 ლარის ნაცვლად უკვე 15 ლარი უნდა გადაიხადონ.

მგზავრობა სამეგრელოს,იმერეთისა და გურიის რეგიონების მიმართულებით ასევე გაძვირდა დიდუბის ცენტრალური ავტოსადგურიდან. როგორც ავტოსადგურის გენერალურმა დირექტორმა, ნატო გელაშვილმა „რეგინფოსთან“ საუბრისას განაცხადა, საწვავის გაიაფება მგზვარობის საფასურის გაზრდასთან კავშირში არაა და მიკროავტობუსებს საწვავის გარდა ბევრი სხვა რამ სჭირდებათ.

„საწვავის გარდა მიკროავტობუსებს სჭირდებათ: ზეთი, ფილტრი, საბურავები და ავტონაწილები. ეს ფასები საწვავის ფასთან შესაბამისობაში არ არის. ჩვენ კალკულაცია გამოგვყავს კილომეტრებით. კილომეტრი მრავლდება 6 თეთრზე და ამის მიხედვით ვაწესებთ ფასებს.“

ნატო გელაშვილი აქვე დასძენს,რომ ფასების გაზრდის სურვილი რომც ჰქონდეთ, მაღალი კონკურენციის პირობებში ეს მაინც არ გამოუვიდოდათ.

„ძალიანაც რომ გვინდოდეს გაძვირება, ვერ ვიზვათ, იმიტომ რომ ამ ბიზნესში კონკურენცია ძალიან დიდია. ავტოსადგურებს წინ ჰყავთ ტაქსები, მინივენები, რომლებიც გადასახადებისა და პროცენტის გარეშე დადიან. ამიტომ შეიძლება საჭირო იყოს გაძვირება მაგრამ ვერ ვაძვირებთ“, – ამბობს ნატო გელაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მძღოლებისათვის დაწესებული ახალი რეგულაციები დამატებითი ხარჯების მიზეზი გახდა – რეისის დაწყებისას, მიკროავტობუსებს დეზინფექცია სადგურის ტერიტორიაზე, კომპანიის სახსრებით უტარდებათ, რეისის დასრულების შემდეგ კი ამ პროცედურის ჩატარება მძღოლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ.

„რეგულაციაში წერია რომ დეზინფექცია რეისის დაწყებისას და დასრულებისას უნდა ჩატარდეს. რეისის დაწყება თუ არის ჩვენთან, ვაკეთებთ ჩვენ, მერე სადაც მთავრდება აკეთებს თვითონ მძღოლი. თუ რეისის სრულდება ჩვენთან ვაკეთებთ ჩვენ. მძღოლებს დაახლოებით 5 ლარის ფარგლებში უჯდებათ დეზინფექციის ჩატარება“, – ამბობს ნატო გელაშვილი.

ახალ რეგულაციებს ასახელებს მზგავრობის გაძვირების მთავარ მიზეზად გურჯაანის ავტოსადგომის მენეჯერი. ქეთი გელიტაშვილმა ამის შესახებ „ტელეკომპანია გურჯაანთან“ ისაუბრა:

„მგზავრობის გაძვირების მიზეზი არის დისტანციის დაცვა, რადგან მძღოლს არ შეუძლია სრულად დატვირთოს თავისი ავტომობილი. მძღოლები ასევე ფიქრობენ, რომ როცა საწვავზე მოთხოვნა გაიზდება, სწავავის ფასიც მაღალი იქნება“.

მგზავრობამ გურჯაანი - თელავის მიმართულებით 50 თეთრით, ხოლო თბილის-გურჯაანის მიმართულებით, 1 ლარით მოიმატა. ასევე ლარით გაძვირდა თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა და 8 ლარი გახდა.

8 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მგზავრებსა და მძღოლებს კი გადაადგილება ახალი რეგულიცების გათვალისწინებით მოუწევთ.

  • მძღოლებისა და მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა
  • შორ დისტანციაზე სავალდებულოა თერმოსკრინინგიც
  • გამგზავრების წინ და დასრულების შემდეგ მანქანის დეზინფექციაც აუცილებელი პირობაა
  • მგზავრობისას მანქანაში ფანჯრები ღია უნდა იყოს
  • მგზავრი არ შეიძლება ფეხზე იდგეს
  • მგზავრებს გვერდიგვერდ ჯდომა შეუძლიათ, მაგრამ მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ადამიანები,რომლებიც დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტრანსპორტში პირბადეების გარეშე იქნებიან, 20 ლარით დაჯარიმდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]