weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილ მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა

15:42 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პროკურატურამ დღეს, 18 ივნისს განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) მკვლელობაში ბრალდებულს, ვადიმ კ.-ს ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა მისცეს.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან დგას მსხვერპლის მტრული ურთიერთობა რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან და ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მასი არ გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ხანგოშვილის მკვლელობის გამო.

„ფედერალური მთავრობა იტოვებს უფლებას, მიიღოს შემდგომი ზომები ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც პროკურატურის დასკვნა გახდა ცნობილი.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. სავარაუდო მკვლელი, რუსეთის მოქალაქე, სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება. 

რუსეთის ხელისუფლება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს თავდაპირველად ბერლინის პროკურატურა იძიებდა, 2019 წლის დეკემბერში კი ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ დანაშაულთან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვთ კავშირი.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის ომში. მან საქართველო მკვლელობამდე ორი წლით ადრე დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]