weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჩემი წყაროს ცნობით, ვასამბეკ ბოკოვი არ არის ქილერი – გვარამია

15:30 პარასკევი, 19 ივნისი 2020
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, დაქირავებული მკვლელი არ არის და ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მარშრუტს სწავლობდა.

გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ ინფორმაცია გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ორი წყაროსგან მიიღო, მათგან ერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირია, ხოლო მეორე – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ინფორმაციას ფლობს.

„სარწმუნოდ ჩემთვის ეს წყარო, ესეთი ინფორმაცია არ იყო. ესეთ ინფორმაციებს, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებებთან დაკავშირებით, სუს-ის წყაროებისგან ვიღებთ ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გადამოწმება და სუს-ვე არ ვატყობინებთ - მართალია თუ არა.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის „ქილერი“. ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, შესაბამისად, თანამზრახველი აუცილებლად ეყოლება.

ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. ეს ხდებოდა ერთი თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, არ ვიცი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით 12 ივნისს დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბოკოვის დაკავება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა. სუს-ი ამ დრომდე არ ადასტურებს, რომ საქე ეხება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებას.

ნიკა გვარამიამ 15 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს შეუტყობინებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]