weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

14:32 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხევვა დადასტურდა. ინფიცირებული მამაკაცი სიძეა იმ 63 წლის ქალის, რომელიც გუშინ, პნევმონიით თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის წარმომადგენლის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ერთერთია იმ სამი ადამიანიდან, ვისთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა. დანარჩენ ორს კორონავირუსი არ უდასტურდება.

ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის თბილისის ერთერთ ბაზრობაზე მუშაობდა და ყარაჯალაში შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად სტუმრად იყო ჩასული. ქალმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით მიმართა, რის შემდეგაც COVID-19-ზე ჩაუტარდა ტესტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

„პროგნოზულად სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას მძიმე პნევმონია აქვს და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, რომ პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით 914 ადამიანი დაავადდა, აქედან 771 უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 2744 ადამიანი რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]